Zentracafe

ინტერნეტ კაფის სამართავი სისტემამთელი კლუბი ერთ პანელში

სესიები, დაკეტვა, QR გადახდა პირდაპირ შენს ანგარიშზე, ბარი, კლიენტები და რეპორტები. დაარეგისტრირე კლუბი და პანელი 3 დღით მაშინვე გაიხსნება.

გადახდა არ მოითხოვება რეგისტრაციისას.

Zentracafe სრულად · 10 წუთი
Zentracafe სრულად · ნაწილი 2 · დანარჩენი
ნაწილი 1 · Zentracafe 3 წუთში
ნაწილი 2 · ბიზნესის მართვა
ნაწილი 3 · კომპიუტერების აწყობა და კონტროლი

რას აკეთებს

ცოცხალი რუკა

ყველა კომპიუტერი და PlayStation ერთ ეკრანზე: ვინ თამაშობს, რამდენი დარჩა, რომელია თავისუფალი.

სესიები და დაკეტვა

დრო ითვლება კომპიუტერზე, ვადის ბოლოს ეკრანი თავისით იკეტება. წინასწარი და შემდგომი გადახდა, პაკეტები.

QR გადახდა

მოთამაშე ლოქ სქრინიდან იხდის ტელეფონით. თანხა პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

ბარი და საკვები

შეკვეთა კომპიუტერიდან, მარაგის აღრიცხვა, ხარჯები და მომწოდებლები.

კლიენტები

ტელეფონით ცნობილი კლიენტები, ბალანსი, ნაყიდი საათები, VIP ფასდაკლება.

ცვლები და რეპორტები

ცვლის გახსნა და დახურვა, სალარო, ხარჯები, შემოსავალი დღის, კვირის და თვის მიხედვით.

ტურნირები

ტურნირის პაკეტი: $100 ერთ ტურნირზე, ნებისმიერ პაკეტზე. რეგისტრაცია და საფასურის ონლაინ გადახდა შენს საიტზე, ბრეკეტის ყველა ფორმატი, CS2 რუკების veto-თი, დანის რაუნდით და სერვერით კლუბის კომპიუტერზე.

CS2 LAN Play (VIP)

მეგობრები ერთ თამაშში ერთი ღილაკით: ერთი მოთამაშის კომპიუტერი სერვერია, დანარჩენები თავისით უერთდებიან; რეჟიმი, რუკა და ბოტები პანელიდან.

ნოემბერი 2026

სიახლეები

პანელი შემდეგ დონეზე გადავიდა: მოთამაშის პასპორტი, მცურავი ბარათები, SMS პაკეტები და კიდევ ბევრი სხვა. ყველა განახლება ყველა კლუბს ავტომატურად მიეწოდება.

ყველა პაკეტი

მოთამაშის პასპორტი

მოთამაშის სახელზე დაჭერით მისი სრული სურათი იხსნება: ჯამში ნათამაშები საათები, რამდენი აკლია VIP-მდე, რომელ დღეებში და რა საათზე მოდის, რამდენ ხანს რჩება, რას თამაშობს (და რამდენ დროს ატარებს ბრაუზერში), რას ყიდულობს ბარიდან და ვისთან ერთად მოდის. ხასიათი მხოლოდ ფაქტებიდან იწერება, ციფრებით. იქვე: Discord, WhatsApp და SMS ერთი დაჭერით.

ყველა პაკეტი

კომპიუტერის მცურავი ბარათი

კომპიუტერზე დაჭერით მისი ბარათი რუკის თავზე იხსნება და რუკა არ იფარება. ბარათს სადაც გინდა, იქ გადაიტან (ტელეფონზეც, თითით), გაადიდებ, დააპატარავებ ან მთელ ეკრანზე გაშლი. სისტემა ზომას და ადგილს იმახსოვრებს. მოთამაშის სახელზე დაჭერით მისი პასპორტი იხსნება.

ყველა პაკეტი

ჯავშნები ერთი შეხედვით

ადმინის დამატებული ჯავშნები ცალკე ჩანს, თანამშრომლის სახელით. საიტიდან შემოსული ჯავშნები ცალკეა, და თითოეულ მათგანზე დრო და თანხა ერთნაირად კარგად იკითხება. მოთამაშის სახელიდან მისი პასპორტი იხსნება, ნომრიდან კი WhatsApp ან SMS.

SMS

SMS პაკეტები 1 000-დან 5 000 000-მდე

აირჩიეთ ნებისმიერი რაოდენობა ერთი სლაიდერით. რაც მეტს ყიდულობთ, მით იაფია ერთი SMS. გამოიყენეთ შესვლის კოდებისთვის, მილოცვებისთვის, აქციებისთვის და ძველი სტუმრების დასაბრუნებლად. მარკეტინგულ შეტყობინებებს NOSMS ერთვის, ამიტომ უარის თქმა ყველას შეუძლია.

ყველა პაკეტი

Live Banner: საჩუქარი და განცხადება ეკრანზე

აჩუქეთ მოთამაშეებს უფასო დრო ან გაუგზავნეთ განცხადება (ტურნირი, აქცია, სიახლე). ბანერი რამდენიმე წამით ჩნდება თამაშის თავზე და თამაში არ ჩერდება. გაგზავნამდე წინასწარ ხედავთ, რას ნახავს მოთამაშე. განცხადებისთვის ხუთი ანიმაციიდან ერთ-ერთს ირჩევთ.

ტურნირი: ყველა პაკეტი · LAN: VIP

ტურნირები და CS2 LAN Play

ტურნირის სრული ორგანიზება ერთი პანელიდან: რეგისტრაცია და გადახდა, ბრეკეტი, FACEIT-ის სტილის რუკების veto, CS2 სერვერი კლუბის კომპიუტერზე, ანგარიში რეალურ დროში და ტურნირის საჯარო გვერდი. CS2 LAN Play-ით კლუბში ერთობლივი თამაში რამდენიმე წკაპით იწყება.

მალე: ტურნირის LIVE ტრანსლაცია ერთდროულად 10+ პლატფორმაზე.

აგენტი

შესვლა ნომრით და ჭკვიანი ჩატი კომპიუტერზე

მოთამაშე დაბლოკილ ეკრანზე ტელეფონის ნომრით შედის, უცხოური ნომრითაც, და მთელი ბალანსი დროდ ერთვება. კომპიუტერის ჩატი მოთამაშეს სახელით ესალმება. იქიდანვე შეუძლია დროის დამატება, პაკეტის ყიდვა, საჭმლისა და სასმლის შეკვეთა ან სესიის დასრულება დარჩენილი დროის შენახვით.

Premium

ეკრანების დიზაინი

დაბლოკილ ეკრანს და თამაშების ეკრანს ცალ-ცალკე აფორმებთ: საკუთარი ფერები, შრიფტები და 25 მზა თემა. ყველაფერი ერთი ღილაკით ინახება.

Discord

Discord: შეკვეთები ტელეფონზე

გადახდილი ბარის შეკვეთა გუნდის ტელეფონებზე Discord-ით მოდის და შეხსენება მეორდება, სანამ ვინმე „მივიღე“-ს არ დააჭერს. ოპერატორები მხოლოდ შეკვეთებს, ჯავშნებს და შეტყობინებებს ხედავენ. ფინანსური ანგარიშები მათთვის დახურულია.

VIP

მომხმარებლების ანალიტიკა მფლობელისთვის

რამდენი მომხმარებელი გყავთ, რამდენი ბრუნდება, რამდენ შემოსავალს მოაქვს ერთ მოთამაშეს, როდის მოდიან და ვინ წყვეტს მოსვლას. შეგიძლიათ წასულ მომხმარებლებს პირდაპირ იქიდან გაუგზავნოთ SMS.

პანელი

ცოცხალი რუკა

საათი და ამინდი რუკაზე, თითოეული ოთახის მიმდინარე ღია ანგარიში, ზონების საკუთარი სახელები და სასარგებლო რჩევები სისტემის გამოყენებაზე.

Premium

უსაფრთხოება და თამაშების ამოცნობა

„Reset & Cleanup“ ახლა ყველა ბრაუზერიდან (Chrome, Edge, Opera, Brave და სხვ.) და Windows-დან შლის მომხმარებლის ანგარიშებსა და შენახულ პაროლებს. სისტემა Battle.net-ის და სხვა launcher-ების თამაშებს ცნობს, ახალ თამაშებს კი აგენტის განახლების გარეშე სწავლობს.

PlayStation

PlayStation და პაკეტები

Zentra TV-ით აღჭურვილ PS5-ზე სესია დრო ამოწურვისას თავად სრულდება. VIP მომხმარებელი საათობრივ პაკეტებს ფასდაკლებით ყიდულობს.

Zentra TV · PlayStation-ის სამართავი სისტემა

PS5 იმავე პანელში, სადაც კომპიუტერები

Zentra TV არის აპი იმ ტელევიზორისთვის (Android TV / Google TV), რომელზეც PlayStation არის მიერთებული. PS5-ზე არაფერი ყენდება: დროს და დაკეტვას ტელევიზორი აკონტროლებს. Zentra TV ყველა პაკეტში შედის, სტანდარტულშიც.

  1. 01ტელევიზორი პანელს 6-ციფრიანი კოდით უკავშირდება, PS5 კი ცოცხალ რუკაზე ჩნდება კომპიუტერების გვერდით.
  2. 02თავისუფალ PS5-ზე ტელევიზორი დაკეტილია: ეკრანი დაფარულია და ხმა გათიშულია.
  3. 03კლიენტი ტელევიზორის ეკრანიდან QR კოდით იხდის, ირჩევს 2 ან 4 ჯოისტიკს და სესია მაშინვე იწყება.
  4. 04ბოლო 5 წუთი ეკრანის კუთხეში ჩანს; როცა დრო ამოიწურება, ტელევიზორი თავისით იკეტება.
  5. 05PS5-ის ჯავშნები, საათების პაკეტები და შემოსავალი იმავე პანელსა და რეპორტებშია.

პაკეტები

სამი პაკეტი, თითოეულში სისტემა უკვე შედის. უფრო მაღალ პაკეტზე გადასვლა შუა თვეშიც შეიძლება: იხდი მხოლოდ სხვაობას დარჩენილი დღეებისთვის.

სტანდარტული

$100 თვეში

კლუბის მართვა სრულად

  • ცოცხალი რუკა, სესიები, ავტომატური დაკეტვა
  • QR გადახდა, თანხა პირდაპირ შენს IBAN-ზე
  • ბარი, საკვები, მარაგი და ხარჯები
  • კლიენტები, ბალანსი, საათების პაკეტები
  • ცვლები, სალარო, თანამშრომლები, განრიგი
  • დღის, კვირის და თვის რეპორტები
  • კლიენტის ეკრანი: თამაშები, გახსნილი პროგრამები, ხმა, საათი; Win ღილაკით კლუბის ეკრანზე
  • გაჭედილი თამაში: „თამაშის დახურვა“ პანელიდან, ავტომატური დახურვა ვიდეობარათის გაჭედვისას, ერთდროულად ერთი თამაში
  • ყოველი სესიის შემდეგ Steam, Discord და Epic იხურება და ანგარიშიდან გამოდის
  • Zentra TV: PlayStation-ის მართვა ტელევიზორიდან; დაკეტვა, ტაიმერი, ხმის გათიშვა, QR გადახდა, ფასი 2 ან 4 ჯოისტიკზე
  • კლიენტებთან კავშირი: SMS შენი კლუბის სახელით (SMS-ები ცალკე იყიდება), მეილი, დაკარგული კლიენტების დაბრუნება; Discord-ის არხები და შეტყობინებები

Premium

$200 თვეში

ყველაფერი სტანდარტულიდან, Zentra TV-ის (PlayStation) ჩათვლით, პლუს

  • Reset & Cleanup: სუფთა კომპიუტერი ყოველი კლიენტისთვის
  • Game Update Manager: თამაშები ღამით განახლდება
  • PC Health & Auto-Fix: ტექნიკა მუდმივ მეთვალყურეობაში
  • Business Intelligence: შემოსავალი, დატვირთვა, დაკარგული კლიენტები
  • პანელი შენი კლუბის დიზაინით და ფერებით
  • AI რჩევები ცოცხალ რუკაზე, შენი კლუბის მონაცემებით
  • ლოქ სქრინი და თამაშების ეკრანი კლუბის ფერებში

VIP

$400 თვეში

ყველაფერი Premium-დან, Zentra TV-ის (PlayStation) ჩათვლით, პლუს

  • 6 თვეში 1 ტურნირი უფასოდ (ტურნირის პაკეტი, $100)
  • Zentra Connect: ხმა, ჩატი, ოთახები, სტუმრები ლინკით
  • Steam Entry: კლუბის Steam ანგარიშებით შესვლა დისტანციურად, ავტომატური გამოსვლა სესიის ბოლოს
  • ეკრანის ნახვა და მართვა: ნებისმიერი კომპიუტერის ეკრანი პანელიდან, ტელეფონიდან და ტაბლეტიდანაც
  • Device Security: მაუსი, კლავიატურა, ყურსასმენი და უსადენო მიმღები; შეტყობინება, როგორც კი რამეს ამოიღებენ
  • ხმის და ეკრანის სტანდარტი: მაუსის სიჩქარე, ხმა 100%, სწორი ყურსასმენი და მიკროფონი, გაფართოება, მაქსიმალური Hz, HDR, Night Light; ბრუნდება ყოველი სესიის შემდეგ, ყველა ან არჩეულ კომპიუტერზე
  • ინტერნეტის კონტროლი: შეტყობინება, როცა კომპიუტერი ქსელს ზედმეტად ტვირთავს, განახლების დროსაც
  • 10 ექსკლუზიური VIP დიზაინი ლოქ სქრინისა და ლაუნჩერისთვის, VIP ნიშანი ეკრანებზე
  • ცოცხალ რუკაზე: რას თამაშობს კლიენტი ახლა
  • მფლობელის რეპორტი მეილზე ყოველ დილით
  • ბუღალტერიის ექსპორტი Excel-ში
  • VIP ნიშანი პანელში
  • კლუბის საიტი ჯავშნით და ონლაინ გადახდით
  • CS2 LAN Play: მეგობრები ერთ თამაშში ერთი ღილაკით; სერვერი ერთ-ერთი მოთამაშის კომპიუტერზე, რეჟიმი, რუკა, ბოტები
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა და Live support Zentra-ს დეველოპერთან
  • Custom ფუნქციონალი შენი კლუბისთვის

იხდი ლარში, Zentra-ს კურსით, გადასახადი შედის. წინასწარ: 6 თვე −10%, 12 თვე 10 თვის ფასად, 24 თვე −30%. AI რჩევები Premium-სა და VIP-ში შედის, VIP-ს 6 თვეში 1 ტურნირი უფასოდ აქვს. ავტომატური ჩამოჭრა არ არის.

დამატებით

ტურნირის პაკეტი

$100 ერთ ტურნირზე · VIP-ზე 6 თვეში 1 უფასოდ

ნებისმიერ პაკეტთან ერთად, ერთჯერადად: ერთი ტურნირი, ერთი თამაში, შეუზღუდავი გუნდები. რეგისტრაციის საფასურს კლუბი თვითონ ადგენს და თანხა კლუბს ერიცხება.

  • განყოფილება კლუბის საიტზე შენი სახელით: რეგისტრაცია Steam-ით, გუნდები, საფასურის ონლაინ გადახდა, check-in
  • ყველა ფორმატი: ერთი და ორი წაგებით, ყველა ყველასთან, ჯგუფები + პლეიოფი, შვეიცარიული; ავტომატური განრიგი
  • CS2 როგორც FACEIT-ზე: რუკების veto, დანის რაუნდი, სერვერი კლუბის კომპიუტერზე, მოთამაშეები ერთი ღილაკით, ანგარიში სერვერიდან თავისით
  • Valorant, Dota 2, LoL და სხვა: ბრეკეტი, ლობის ინფო, შედეგები
  • შედეგების დადასტურება კაპიტნებით, დავები და რეფერი, პრიზები, სტატისტიკა, MVP, ტელევიზორის რეჟიმი, ასისტენტი შეხსენებებით და მზა ტექსტებით

როგორ იწყება

  1. 01

    რეგისტრაცია

    შეავსე კლუბის და მფლობელის მონაცემები, დაადასტურე ელფოსტა.

  2. 02

    3 დღე პანელი

    ააწყვე ტარიფები, თანამშრომლები, ბარი. ყველა კომპიუტერი რუკაზე უკვე გელოდება.

  3. 03

    გადახდა

    აირჩიე 1, 6, 12 ან 24 თვე. 6 თვეზე −10%, 12 თვე 10 თვის ფასად, 24 თვეზე −30%.

  4. 04

    აგენტი

    ჩამოტვირთე და დააყენე ყველა კომპიუტერზე. კომპიუტერი თავისით გამოჩნდება პანელში.

კითხვები

რა ღირს?

სტანდარტული $100, Premium $200, VIP $400 თვეში, ლარში Zentra-ს კურსით, გადასახადი შედის. 6 თვეზე −10%, 12 თვე 10 თვის ფასად, 24 თვეზე −30%. AI რჩევები Premium-სა და VIP-ში შედის, VIP-ს 6 თვეში 1 ტურნირი უფასოდ აქვს. რას მოიცავს თითოეული, ზემოთ, პაკეტებშია.

რატომ 3 დღე?

რომ ფულის გადახდამდე ნახო, როგორ მუშაობს პანელი შენს კლუბზე: ტარიფები, თანამშრომლები, ბარი. აგენტი გადახდის შემდეგ იხსნება.

QR გადახდის თანხა ვის ერიცხება?

შენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც რეგისტრაციისას მიუთითებ. საკომისიო 6%: 2% Keepz, 4% Zentracafe.

რა სჭირდება კომპიუტერს?

Windows 10 ან 11. ანტივირუსიდან მხოლოდ Windows Defender. დაყენების ინსტრუქცია ჩამოტვირთვის გვერდზეა.

რა არის ინტერნეტ კაფის სამართავი სისტემა?

პროგრამა, რომელიც კლუბის ყველა კომპიუტერზე დროს ითვლის, ვადის ბოლოს ეკრანს კეტავს და სალაროს, ბარს, კლიენტებს და ცვლებს ერთ პანელში აერთიანებს. Zentracafe ასეთი სისტემაა ინტერნეტ კაფეებისთვის, კომპიუტერული და გეიმინგ კლუბებისთვის.

PlayStation-იც ერთვება?

დიახ. PS5-ის ტელევიზორი Zentra TV-ით იკეტება და იხსნება, კლიენტი QR-ით იხდის, ადგილი კი იმავე ცოცხალ რუკაზე ჩანს, სადაც კომპიუტერები.

ინტერნეტ კაფის და კომპიუტერული კლუბის პროგრამა

Zentracafe საქართველოში შექმნილი ინტერნეტ კაფის სამართავი სისტემაა: ქართულ ენაზე, ლარში, ქართული ბანკის QR გადახდით. ერთნაირად ემსახურება ინტერნეტ კაფეს, კომპიუტერულ კლუბს, გეიმინგ კლუბს და PlayStation კლუბს, თბილისში იქნება თუ ბათუმში, ქუთაისში თუ რუსთავში.

კომპიუტერზე დგება აგენტი, რომელიც დროს ითვლის და ეკრანს კეტავს; ყველაფერი დანარჩენი, ტარიფები, სალარო, ბარი, კლიენტების ბალანსი და თანამშრომლების ცვლები, ბრაუზერის პანელშია, კომპიუტერიდან და ტელეფონიდანაც. სერვერის ყიდვა და კლუბში დაყენება არ სჭირდება.

ერთი სისტემა ყველა ტიპის კლუბისთვის

ინტერნეტ კაფის სისტემა

ინტერნეტ კაფის მართვა ერთი პანელიდან: ტარიფები, სესიები, სალარო და ცვლები. ინტერნეტ კაფეს აღარ სჭირდება რვეული და ხელით დათვლილი საათები.

გეიმინგ კლუბის პროგრამა

გეიმინგ კლუბის სოფტი, რომელიც თამაშებს, Steam-ს და ანგარიშებს აკონტროლებს, ყოველი კლიენტის შემდეგ კომპიუტერს ასუფთავებს და თამაშებს ღამით აახლებს.

კომპიუტერების კონტროლის სოფტი

კომპიუტერების დაბლოკვა და გახსნა, დროის ლიმიტი, ეკრანის ნახვა და მართვა, პროგრამების და თამაშების დახურვა დისტანციურად, მაუსისა და ყურსასმენის კონტროლი.

კომპიუტერული კლუბის პროგრამა

კომპიუტერული კლუბის ბილინგი: საათობრივი ტარიფი, ღამის პაკეტი, წინასწარი გადახდა, ბალანსი, VIP ფასდაკლება და დროის ავტომატური აღრიცხვა.

PlayStation კლუბის მართვა

PS5 ტელევიზორები იმავე რუკაზე, რაც კომპიუტერები: ტაიმერი, ავტომატური დაკეტვა და QR გადახდა.

დისტანციური მართვა

კლუბის დისტანციური მართვა ტელეფონიდან ან სახლიდან: რომელი ადგილია დაკავებული, რამდენი შემოვიდა დღეს, რა გაიყიდა ბარში; კომპიუტერის გახსნა, დაკეტვა და ეკრანის ნახვა დისტანციურად.

ონლაინ გადახდები

კლიენტი იხდის ონლაინ, ტელეფონით, QR კოდით დაკეტილი ეკრანიდან, ბარის შეკვეთისას და საიტზე ჯავშნისას. თანხა პირდაპირ კლუბის საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

ონლაინ ჯავშანი და კლუბის საიტი

კლუბის ვებსაიტი, სადაც კლიენტი ადგილს ონლაინ ჯავშნის და წინასწარ იხდის. ჯავშანი მაშინვე ჩანს პანელში.

ასევე გვეძებენ როგორც: ინტერნეტ კაფის სისტემა · ინტერნეტ კაფის მართვა · ინტერნეტ კაფის პროგრამა · ინტერნეტ კაფის სოფტი · გეიმინგ კლუბის სისტემა · გეიმინგ კლუბის პროგრამა · გეიმინგ კლუბის სოფტი · კლუბის სოფტი · კომპიუტერების კონტროლის სოფტი · კომპიუტერების კონტროლის პროგრამა · კომპიუტერული კლუბის პროგრამა · კიბერ კაფის პროგრამა · კომპიუტერების დაბლოკვის პროგრამა · დროის აღრიცხვის პროგრამა · PlayStation კლუბის პროგრამა · PlayStation-ის სამართავი სისტემა · PS5-ის მართვა · Zentra TV · დისტანციური მართვა · კომპიუტერების დისტანციური მართვა · ონლაინ გადახდები · ონლაინ გადახდა QR კოდით · ონლაინ ჯავშანი · internet kafis sistema · geiming klubis programa · kompiuteruli klubis programa

ვიდეო

სრული ვიდეოები: ყველაფერი, რაც სისტემაშია

მთელი სისტემა ორ 10-წუთიან ვიდეოში (მეორე აჩვენებს ყველაფერს, რაც პირველში არ მოხვდა), ან სამ ნაწილად, თითო 3 წუთი. გამოგონილი კლუბი, ნამდვილი პანელი, ინგლისური გახმოვანებით.

Zentracafe სრულად · 10 წუთიპანელის ყველა გვერდი თანმიმდევრობით: რუკა, ჯავშნები, კლიენტები, ბარი, სალარო, მარკეტინგი, BI, განახლებები, PC Health, მოწყობილობები, ეკრანები, კომპიუტერები, პარამეტრები და პაკეტები. · 10 წთ
Zentracafe სრულად · ნაწილი 2 · დანარჩენირაც პირველ ვიდეოში არ მოხვდა: შეკვეთები კომპიუტერიდან, კვების შეკვეთა, BI-ის ყველა ჩანართი, PC Health, განახლებების და გასუფთავების წესები, Connect, თანამშრომლების უფლებები, პანელის თემები, Discord და მხარდაჭერა. · 10 წთ
ნაწილი 1 · Zentracafe 3 წუთშიცოცხალი რუკა, სესიები, ბარი, ჯავშნები, კლიენტები, ისტორია, BI, თამაშების განახლება, Steam Entry, გასუფთავება, PC Health, ინტერნეტი, CS2 LAN, აგენტი, ლოქ სქრინი და VIP ფონები. · 3 წთ
ნაწილი 2 · ბიზნესის მართვატარიფები და საათების პაკეტები, PlayStation და Zentra TV, სალარო და ცვლები, ხარჯები, თანამშრომლები, Live Banner, ელფოსტა, SMS და ტურნირები. · 3 წთ
ნაწილი 3 · კომპიუტერების აწყობა და კონტროლიკომპიუტერები, მომსახურების რეჟიმი, თამაშების კატალოგი, ხმა და ეკრანი, პარამეტრები, ფონი, Zentra Connect, კლუბის საიტი, პროფილი, აუდიტი და პაკეტები. · 3 წთ

მზად ხარ?

რეგისტრაციას 3 წუთი სჭირდება.