Zentracafe

მომსახურების წესები

ბოლო განახლება: 15 ნოემბერი 2026 · ვერსია 2026-11-15

1. ვინ ვართ და რას ეხება ეს წესები

Zentracafe არის ინტერნეტ კაფეების და გეიმინგ კლუბების მართვის სისტემა, რომელსაც უზრუნველყოფს Zentra (zentra.ge, შემდგომში „Zentra“, „ჩვენ“). სისტემა მუშაობს მისამართზე cafe.zentra.ge და მოიცავს მართვის პანელს, კომპიუტერებზე დასაყენებელ აგენტს (ლოქ სქრინი და თამაშების ეკრანი) და კლიენტების გადახდის გვერდებს.

ეს წესები ვრცელდება ყველა კლუბზე, რომელიც cafe.zentra.ge-ზე დარეგისტრირდება (შემდგომში „კლუბი“), და ადამიანზე, რომელიც კლუბს არეგისტრირებს და მას მართავს (შემდგომში „მფლობელი“). რეგისტრაციისას თანხმობის ნიშნულით მფლობელი ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება ამ წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

2. რეგისტრაცია

  • რეგისტრაციისთვის საჭიროა მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონი, ელფოსტა, კლუბის სახელი, მისამართი, სამუშაო საათები, ადგილების რაოდენობა და საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი (IBAN).
  • მფლობელი პასუხისმგებელია, რომ მითითებული მონაცემები ნამდვილია და ეკუთვნის მას ან მის მიერ წარმოდგენილ კლუბს. სხვისი მონაცემებით რეგისტრაცია აკრძალულია.
  • რეგისტრაცია ძალაში შედის ელფოსტაზე გამოგზავნილი ბმულით დადასტურების შემდეგ. დაუდასტურებელი რეგისტრაცია 24 საათში იშლება.
  • ერთ პირად ნომერზე, ერთ ტელეფონის ნომერზე და ერთ ელფოსტაზე მხოლოდ ერთი საცდელი პერიოდი გაიცემა.
  • მფლობელი პასუხისმგებელია თავისი და თანამშრომლების პაროლების საიდუმლოდ შენახვაზე და ყველაფერზე, რაც კლუბის ანგარიშიდან ხდება.

3. საცდელი პერიოდი

  • დადასტურებიდან კლუბს აქვს 3 დღიანი უფასო საცდელი პერიოდი, რომლის დროსაც პანელი სრულად მუშაობს: ტარიფები, თანამშრომლები, ბარი, პარამეტრები.
  • საცდელ პერიოდში აგენტის ჩამოტვირთვა და კომპიუტერების შეერთება შეუძლებელია. ეს იხსნება სისტემის საფასურის გადახდის შემდეგ.
  • თუ საცდელი პერიოდის ბოლომდე სისტემა არ გადაიხდება, პანელი იკეტება (იხ. პუნქტი 6).

4. ფასები და გადახდა

  • პაკეტის საფასური, გადასახადის ჩათვლით: სტანდარტული (სისტემა) თვეში 100 აშშ დოლარი, Premium 200, VIP 400 აშშ დოლარი, გადახდა ლარში, Zentra-ს მიერ დადგენილი კურსით. AI რჩევები შედის Premium და VIP პაკეტებში; VIP პაკეტს ყოველ 6 თვეში ერთი ტურნირის პაკეტი უფასოდ აქვს (6 თვე ითვლება წინა უფასო ტურნირიდან; გამოუყენებელი არ გროვდება). მოქმედი ფასი და კურსი ყოველთვის ჩანს პანელის „პაკეტების“ გვერდზე.
  • გადახდილი პერიოდის ფასი არ იცვლება; ფასის ცვლილება მოქმედებს მხოლოდ შემდეგ გადახდაზე.
  • წინასწარ გადახდისას: 6 თვე 10%-იანი ფასდაკლებით, 12 თვე 10 თვის ფასად, 24 თვე 30%-იანი ფასდაკლებით (თუ კლუბის პაკეტი ინდივიდუალურად ფასდაკლებული არ არის). გადახდა ერთჯერადია, ბარათიდან ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება.
  • გადახდა ხდება Keepz-ის საშუალებით. გადახდილი პერიოდი ემატება მიმდინარე ვადას; ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი პერიოდი იწყება გადახდის დღიდან.
  • Premium მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა სისტემაა გადახდილი. Premium-ის ყიდვა სისტემის გადახდილ ვადაზე უფრო გრძელი პერიოდით არ შეიძლება, და სისტემის ვადის გასვლისას Premium-იც ჩერდება.
  • გადახდილი თანხა არ ბრუნდება. Premium წევრობის გაუქმებისას სერვისი მუშაობს გადახდილი ვადის ბოლომდე და შემდეგ აღარ გრძელდება.
  • ფასების შეცვლის შემთხვევაში ახალი ფასი ვრცელდება მხოლოდ შეცვლის შემდეგ განხორციელებულ გადახდებზე.

5. კლუბის კლიენტების გადახდები

  • კლუბის კლიენტებს შეუძლიათ გადაიხადონ კომპიუტერთან QR კოდით (დრო, ბარი, საკვები, საათების პაკეტები). გადახდას ამუშავებს Keepz.
  • თითოეული ასეთი გადახდიდან კლუბი იღებს 94%-ს, რომელიც ირიცხება კლუბის რეგისტრირებულ IBAN-ზე. 4% არის Zentra-ს საკომისიო, 2% Keepz-ის საკომისიო.
  • თუ თანხის პირდაპირ კლუბის ანგარიშზე გადარიცხვა ტექნიკურად ვერ მოხერხდა, თანხა ჯდება Zentra-ს ანგარიშზე, აღირიცხება კლუბის სასარგებლოდ და Zentra მას (94%) გადაურიცხავს კლუბის IBAN-ზე.
  • IBAN-ის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის მიერ, პაროლის ხელახლა შეყვანით; ყოველი ცვლილება აღირიცხება.
  • კლუბი თავად არის პასუხისმგებელი თავის კლიენტებთან ურთიერთობაზე: ფასებზე, მომსახურებაზე, თანხის დაბრუნებაზე და გადასახადებზე.

6. ვადის გასვლა, დაკეტვა და მონაცემების წაშლა

  • თუ სისტემის ვადა გავიდა (ან საცდელი პერიოდი დასრულდა გადახდის გარეშე), პანელი იკეტება: ღია რჩება მხოლოდ გადახდის გვერდი და პირადი ინფორმაცია. კლუბის კომპიუტერებზე QR გადახდა და ონლაინ შეკვეთები ჩერდება.
  • გადახდისთანავე პანელი ისევ იხსნება და ყველაფერი გრძელდება იქიდან, სადაც გაჩერდა.
  • დაკეტვიდან 30 დღის განმავლობაში გადაუხდელი კლუბის მონაცემები (ტარიფები, თანამშრომლები, ბარი, ისტორია, კომპიუტერები, პარამეტრები) იშლება და აღარ აღდგება.
  • წაშლის შემდეგ Zentra ინახავს კლუბის რეგისტრაციის ინფორმაციას და კლუბის კლიენტების ბაზას, ვადის შეზღუდვის გარეშე (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა).

7. აგენტი კომპიუტერებზე

  • აგენტი ყენდება კლუბის კომპიუტერებზე კლუბის მიერ, კლუბის პასუხისმგებლობით. ის მართავს ლოქ სქრინს, სესიებს და თამაშების ეკრანს, და პანელს აწვდის კომპიუტერის მდგომარეობას.
  • აგენტს არ აქვს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი, ამიტომ ანტივირუსმა შეიძლება ის დაბლოკოს; ინსტრუქცია მოცემულია პანელში.
  • ლოქ სქრინიდან ადმინისტრატორის შესვლის მონაცემებს კლუბი თავად აყენებს პანელში და პასუხისმგებელია მათ საიდუმლოდ შენახვაზე.
  • Premium მოდულებს შეუძლიათ კომპიუტერზე შეასრულონ ქმედებები კლუბის ბრძანებით ან განრიგით (მაგ. გასუფთავება, თამაშების განახლება). კლუბი პასუხისმგებელია ამ პარამეტრებზე და იმაზე, რომ კომპიუტერებზე დაყენებული პროგრამები ლიცენზირებულია.
  • სარეკლამო ბანერებს ლოქ სქრინზე და თამაშების ეკრანზე ყველა კლუბში ათავსებს მხოლოდ Zentra. კლუბს არ შეუძლია ბანერის დამატება, შეცვლა ან მოხსნა. Zentra არ განათავსებს სხვა გეიმინგ კლუბების, ინტერნეტ კაფეების ან კომპიუტერული კლუბების რეკლამას. ბანერი ეკრანის მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს, თამაშის თავზე არ ჩნდება და ხმას არ გამოსცემს. კლუბის საკუთარი მენიუები და შეკვეთის ბარათები (ბარი, საჭმლის შეკვეთა) რეკლამად არ ითვლება და კლუბის მართვაში რჩება.

8. აკრძალული გამოყენება

  • სისტემის გამოყენება კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის, მათ შორის თანხის გათეთრებისთვის ან სხვისი გადახდის საშუალებების გამოყენებისთვის.
  • სისტემის ან სხვა კლუბის მონაცემებზე უნებართვო წვდომის მცდელობა, დატვირთვის ხელოვნური შექმნა ან სისტემის კოდის ანალიზი მისი გვერდის ავლის მიზნით.
  • ყალბი ან სხვისი მონაცემებით რეგისტრაცია, მათ შორის საცდელი პერიოდის განმეორებით მისაღებად.
  • სისტემის, მისი ფუნქციების, დიზაინის, ტექსტების ან კოდის კოპირება, მიბაძვა ან სხვისთვის გადაცემა ანალოგიური ან კონკურენტული პროდუქტის შესაქმნელად, მათ შორის საცდელი ანგარიშის გამოყენება ამ მიზნით.
  • აგენტის, ტელევიზორის აპლიკაციის, პანელის ან საიტის კოდის დეკომპილაცია, დაშლა ან ავტომატური ამოღება (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით), გარდა იმისა, რასაც კანონი პირდაპირ უშვებს.
  • Zentracafe და მისი ყველა ნაწილი Zentra-ს ინტელექტუალური საკუთრებაა. რეგისტრაცია და გადახდა კლუბს აძლევს მხოლოდ სისტემით სარგებლობის უფლებას გამოწერის ვადით და არა კოდზე ან დიზაინზე რაიმე უფლებას. ამ პუნქტის დარღვევისას Zentra ანგარიშს დაუყოვნებლივ ხურავს და იტოვებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

9. შეჩერება

Zentra-ს შეუძლია კლუბის ანგარიშის შეჩერება, თუ დაირღვა ეს წესები, თუ არსებობს თაღლითობის ან უსაფრთხოების საფრთხის საფუძვლიანი ეჭვი, ან თუ ამას მოითხოვს კანონი. შეჩერების დროს კლუბის მონაცემები ინახება, ხოლო შესვლა და გადახდების მიღება ჩერდება. საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ანგარიში ხელახლა იხსნება.

10. პასუხისმგებლობა

  • Zentra ცდილობს, სისტემა მუშაობდეს შეუფერხებლად, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ ის იმუშავებს შეცდომებისა და შეფერხებების გარეშე, მათ შორის ინტერნეტის, Keepz-ის ან სხვა მესამე მხარის მომსახურების გაუმართაობისას.
  • Zentra არ არის პასუხისმგებელი კლუბის მიერ მიღებულ ან მიუღებელ შემოსავალზე, კლუბის კომპიუტერების ან პროგრამების დაზიანებაზე, ან კლუბის და მისი კლიენტების ურთიერთობაზე.
  • Zentra-ს პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც კლუბმა Zentra-ს გადაუხადა ბოლო 3 თვის განმავლობაში.

11. ცვლილებები და დავები

  • Zentra-ს შეუძლია ამ წესების შეცვლა. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მფლობელს ეცნობება ელფოსტით ან პანელში, ძალაში შესვლამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. სისტემით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს ახალ წესებზე თანხმობას.
  • ამ წესებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. დავა წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას საქართველოს სასამართლოში.
  • კითხვები და მოთხოვნები: info@zentra.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა →