კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 15 ნოემბერი 2026 · ვერსია 2026-11-15
1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
პერსონალურ მონაცემებს cafe.zentra.ge-ზე ამუშავებს Zentra (zentra.ge). კონტაქტი მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე: info@zentra.ge.
მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად. ეს პოლიტიკა აღწერს, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რისთვის, რამდენ ხანს ვინახავთ და ვის ვუზიარებთ.
2. კლუბის მფლობელის მონაცემები
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონი, ელფოსტა; კლუბის სახელი, მისამართი, სამუშაო საათები, ადგილების რაოდენობა; ბანკის ანგარიშის ნომერი (IBAN).
- რეგისტრაციის დრო, IP მისამართი, თანხმობის დრო და ვერსია, პირველი შესვლის დრო.
- მიზანი: ანგარიშის შექმნა და მართვა, ერთი საცდელი პერიოდის წესის დაცვა, გადახდების მიღება და კლუბისთვის თანხის გადარიცხვა, უსაფრთხოება და თაღლითობის თავიდან აცილება.
- პირადი ნომერი და IBAN ინახება დაშიფრული (AES-256-GCM). ეკრანზე ჩანს მხოლოდ ნაწილობრივ. პირადი ნომრის განმეორების შესამოწმებლად ინახება მისი შეუქცევადი ანაბეჭდი.
3. კლუბის თანამშრომლების მონაცემები
მომხმარებლის სახელი, სახელი, როლი, პაროლის ანაბეჭდი (თავად პაროლი არ ინახება) და მათი ქმედებების ჟურნალი პანელში (ვინ, რა და როდის გააკეთა). მიზანი: კლუბის ფულის და მონაცემების დაცვა და ანგარიშვალდებულება.
4. კლუბის კლიენტების მონაცემები
- როცა კლიენტი კლუბში თამაშობს ან იხდის, აღირიცხება: ტელეფონის ნომერი და სახელი (თუ მითითებულია), ვიზიტები, სესიები, გადახდები, შეკვეთები, ფასდაკლებები და ბალანსი.
- ამ მონაცემებს აგროვებს კლუბი თავისი მომსახურებისთვის; Zentra მათ ინახავს და ამუშავებს სისტემის მუშაობისთვის.
- კლუბი ვალდებულია, თავის კლიენტებს აცნობოს, რომ მათი მონაცემები მუშავდება Zentracafe-ის სისტემაში.
- Zentra Connect-ის (ხმოვანი ოთახები) ხმა არ იწერება და არ ინახება; ინახება მხოლოდ აგრეგირებული სტატისტიკა.
- Discord-ის ბონუსი (ნებაყოფლობითი): თუ კლიენტი PC-ის ეკრანიდან შემოუერთდება Zentra-ს Discord სერვერს, ვინახავთ მისი Discord ანგარიშის ID-ს, მომხმარებლის სახელს და საჩვენებელ სახელს, მიბმულს მის ტელეფონის ნომერთან, აგრეთვე გაწევრიანების დროს, კლუბს, კომპიუტერს და დარიცხულ ბონუსს. მიზანი: ბონუსის დარიცხვა და იმის დაცვა, რომ ერთ ნომერსა და ერთ Discord ანგარიშზე ბონუსი ერთხელ გაიცეს. ამ მონაცემებს ხედავს კლუბი, სადაც კლიენტი შემოუერთდა, და Zentra. Discord-ის პაროლს, პირად მიმოწერას და მეგობრების სიას არ ვიღებთ. მიბმის წაშლა შეიძლება მოითხოვოთ მისამართზე info@zentra.ge; Discord სერვერიდან გასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
- მოთამაშეების პორტალი (gamer.zentra.ge, cs2.zentra.ge): მოთამაშე შედის ტელეფონის ნომრით და PIN-ით, ელფოსტით ან Discord-ით და ხედავს თავის საათებს, ბალანსს და ჯავშნებს ყველა კლუბში, სადაც თამაშობს. თუ თავად დააკავშირებს, ვინახავთ Steam და FACEIT ანგარიშს და მათ საჯარო სტატისტიკას (დონე, მატჩები; FACEIT-ის და OpenDota-ს საჯარო API-დან). ჩატში მისი სახელზე დაჭერით სხვა მოთამაშეები ხედავენ მის სახელს, თამაშებს, საათებს, დონეს და FACEIT-ს; ტელეფონი, გვარი, კლუბი, ვიზიტების დრო და ბალანსი არასდროს ჩანს. ამ გვერდის დამალვა პროფილიდან შეიძლება. მოთამაშეების ძებნა მხოლოდ Zentra-ს ადმინს შეუძლია.
- Zentra ხედავს ერთ ნომერზე ყველა კლუბის მონაცემს ერთად (მხარდაჭერისთვის, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და Zentra League-ისთვის). კლუბი ხედავს მხოლოდ საკუთარ კლიენტებს.
- მფლობელის ანალიტიკაში უცხოელი სტუმრების რაოდენობა ფასდება სახელების მიხედვით (ანბანი, ცნობილი სახელები და გვარის დაბოლოებები). ეს მხოლოდ რაოდენობაა და არასოდეს ჩანს, როგორც ფაქტი კონკრეტულ ადამიანზე.
5. კომპიუტერების მონაცემები (აგენტი)
აგენტი პანელს აწვდის კომპიუტერის ტექნიკურ მონაცემებს: სახელი, MAC და ლოკალური IP მისამართი, აგენტის ვერსია, ჩართვის დრო, მიმდინარე თამაში, დაყენებული თამაშები, CPU/RAM/GPU/დისკის დატვირთვა და ტემპერატურა, ქსელის მდგომარეობა და სისტემური შეცდომები. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სესიების მართვისთვის, კომპიუტერების მდგომარეობის ჩვენებისთვის და Premium მოდულების მუშაობისთვის. აგენტი არ აგროვებს კლიენტების პირად ფაილებს, მიმოწერას ან პაროლებს.
Zentra აგენტისა და სესიების მონაცემებიდან ადგენს აგრეგირებულ სტატისტიკას ყველა კლუბზე ერთად (მაგ. კომპიუტერების და კლუბების რაოდენობა ქალაქების მიხედვით, თამაშის საათები, პოპულარული თამაშები, კომპიუტერების მოდელები, სარეკლამო ბანერის ჩვენებები და დაჭერები). ამ სტატისტიკას იყენებს სარეკლამო შეთავაზებისთვის და რეკლამის შედეგის საჩვენებლად. რეკლამის განმთავსებელს არასოდეს გადაეცემა კლიენტის ან მფლობელის პერსონალური მონაცემი (სახელი, ტელეფონი, ცალკეული ვიზიტები).
6. რამდენ ხანს ვინახავთ
- აქტიური კლუბის მონაცემები ინახება, სანამ კლუბი სისტემით სარგებლობს.
- დაუდასტურებელი რეგისტრაცია იშლება 24 საათში.
- გადაუხდელი კლუბის დაკეტვიდან 30 დღის შემდეგ იშლება კლუბის სამუშაო მონაცემები: ტარიფები, თანამშრომლები, ბარი, ისტორია, სესიები, გადახდები, კომპიუტერები, პარამეტრები.
- ვადის შეზღუდვის გარეშე, წაშლის შემდეგაც, Zentra ინახავს: (ა) კლუბის რეგისტრაციის ინფორმაციას (პუნქტი 2-ის მონაცემები) ერთი საცდელი პერიოდის წესის დასაცავად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ფინანსური აღრიცხვისთვის; (ბ) კლუბის კლიენტების ბაზას (ტელეფონი, სახელი, ვიზიტების და დახარჯული თანხის ისტორია).
- მოთამაშეების პორტალის გვერდების ნახვები ინახება 90 დღე.
- ფინანსური ჩანაწერები ინახება კანონით დადგენილი ვადით.
7. ვის ვუზიარებთ
- Keepz: გადახდების დამუშავება (თანხა, შეკვეთის ნომერი, კლუბის IBAN თანხის გადასარიცხად).
- Resend: ელფოსტის გაგზავნა (მიმღების ელფოსტა და წერილის ტექსტი).
- Discord: Zentra-ს Discord სერვერზე გაწევრიანება (Discord-ი გვაწვდის ანგარიშის ID-ს და სახელს; ჩვენ Discord-ს ტელეფონის ნომერს არ ვაწვდით).
- Steam, FACEIT და OpenDota: მოთამაშის მიერ დაკავშირებული ანგარიშის საჯარო მონაცემების წაკითხვა.
- LiveKit: Zentra Connect-ის ხმოვანი ოთახების მომსახურება (ხმა არ იწერება).
- GoSMS: კლუბის მიერ გაგზავნილი SMS-ები (ნომერი და ტექსტი).
- Tailscale: Zentra-ს მხარდაჭერის დისტანციური წვდომა კლუბის კომპიუტერებზე.
- OVH (გერმანია): სერვერი, სადაც სისტემა და მონაცემები ინახება.
- სახელმწიფო ორგანოები: მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
- მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაძლევთ მესამე მხარეს სარეკლამო მიზნით.
8. უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS). პირადი ნომერი და IBAN ბაზაში დაშიფრულია. თითოეული კლუბის მონაცემები გამიჯნულია და სხვა კლუბისთვის მიუწვდომელია. პაროლები ინახება მხოლოდ ანაბეჭდის სახით. შესვლის მცდელობები შეზღუდულია. ყოველი ღამე იქმნება ბაზის სარეზერვო ასლი.
9. ქუქი-ფაილები
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს: შესვლის სესია (12 საათი), უსაფრთხოების ჟეტონი და კომპიუტერის იდენტიფიკატორი კლიენტის გადახდის გვერდისთვის. სარეკლამო ან თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.
10. თქვენი უფლებები
კანონის შესაბამისად, გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მათი გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე უარი თქვათ თანხმობაზე. მოთხოვნა გამოგზავნეთ მისამართზე info@zentra.ge; ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. მოთხოვნა შეიძლება შეიზღუდოს, თუ მონაცემების შენახვა აუცილებელია კანონის, ფინანსური აღრიცხვის ან თაღლითობის თავიდან აცილებისთვის. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
11. ცვლილებები
ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ კლუბის მფლობელს ეცნობება ელფოსტით ან პანელში. მოქმედი ვერსია და მისი თარიღი ყოველთვის ჩანს ამ გვერდზე.
